ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდრემ მის ერთ-ერთ სასახლეში უკრაინელი ლტოლვილების განთავსება გადაწყვიტა. ამის შესახებ უკრაინული მედია ნიდერლანდების სამეფო სახლზე დაყრდნობით წერს.
საუბარია მე-15 საუკუნის სასახლეზე, რომელსაც „მონადირის სახლის“ სტატუსი აქვს და სასახლეების კომლექსის „ჰეტ-ლოუს“ ტერიტორიაზეა, ქალაქ აფელდორნის განაპირას. სასახლე აპრილის შუა რიცხვებში 6-დან 8-მდე უკრაინულ ოჯახს მიიღებს. სასახლეში 30-მდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.
„ჰეტ-ლოუს“ სასახლეების კომლექსი ნაციონალლური მუზეუმია და ამჟამად რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.
ამ დროისთვის 12 000-მდე ლტოლვილი უკრაინიდან ნიდერლანდებშია რეგისტირებული. ხელიუფლება უკრაინიდან 50 000-მდე ლტოლვილის მისაღებად ემზადება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიის სამეფო ოჯახმა უკრაინიდან ლტოლვილ სამი ოჯახი შეიფარა.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
გაერო-ს ინფორმაციით, უკრაინა უკვე სამმა მილიონმა ადამიანმა დატოვა. როგორც ორგანიზაციის სპიკერმა პოლ დიონმა განაცხადა, სამი მილიონიდან 1,4 მილიონი ბავშვია, ხოლო 157 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე. ყველაზე მეტი, 1,8 მილიონი ადამიანი პოლონეთში გადავიდა.
ასევე წაიკითხეთ
გაერო: უკრაინა უკვე სამმა მილიონმა ადამიანმა დატოვა
WSJ: კრემლი სამხედრო ტაქტიკას ცვლის და კიევის აღებაზე უარს ამბობს
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს